თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის კადრები (ვიდეო)
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, დანგრეულია 1700-მდე ობიექტი, მათ შორის, ადმინისტრაციული შენობები და საავადმყოფოები.
თურქეთში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა.
როგორც თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, პირველი მიწისძვრის შემდეგ, 78 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
ოქტაიმ გააფრთხილა მოქალაქეები, ხელისუფლების ნებართვის გარეშე სახლებში არ დაბრუნდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, მათი აზრით, შენობა უმნიშვნელოდ არის დაზიანებული.