საფრანგეთში ხანძარს შვიდი ბავშვი და მათი დედა ემსხვერპლა

საფრანგეთში, შარლი-სურ-მარნის მუნიციპალიტეტში კერძო სახლში ხანძრის შედეგად, შვიდი ბავშვი და მათი დედა დაიღუპა.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ხანძრის გაჩენის დროს ბავშვებს – ხუთ გოგონას, ორ ბიჭს და მათ მშობლებს სახლის მეორე სართულზე ეძინათ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება მხოლოდ გამთენიისას შეძლეს.

დაღუპული ბავშვების ასაკი 2-დან 14 წლამდეა.

ამ ოჯახის მამამ მძიმე დამწვრობა მიიღო, მისი სახლიდან გამოყვანა მოხერხდა. ამჟამად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები