თურქეთის სამმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა
თურქეთში მომხდარი 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, კაჰამანმარაშისა და გაზიანთეპის აეროპორტებმა სამოქალაქო ფრენების მომსახურება შეწყვიტეს.
თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
მან ასევე დაადასტურა, რომ ჰატაის პროვინციის აეროპორტი დაკეტილია.
CNN Türk-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ ჰათაის აეროპორტის ერთადერთი ასაფრენი ბილიკი გაანადგურა.