აზერბაიჯანი თურქეთში სწრაფი რეაგირების ძალებს და პირველად ნივთებს აგზავნის
აზერბაიჯანი, თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების მიზნით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების ძალებს გზავნის. პირველ ეტაპზე, 370 მაშველის გაგზავნა იგეგმება.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, მაშველები სპეციალური რეისით თურქეთში უახლოეს საათში გაფრინდებიან.
ასევე, მზადდება მეორე თვითმფრინავი, რომელიც კატასტროფის ადგილებში კარვებს, თეთრეულს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო პირველადი დახმარების ნივთებს ჩაიტანს.