“უკრაინა მზად არის, თურქეთს – მიწისძვრის გამო, საჭირო დახმარება გაუწიოს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, თურქეთს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„ვუსამძიმრებ პრეზიდენტ ერდოღანს, თურქ ხალხს და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ხალხს ამ რთულ დროს. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება სტიქიის შედეგების დასაძლევად“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში თურქულ ენაზე.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 76 ადამიანია დაღუპული და 440-ზე მეტი დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები