ჩილეში ტყის ხანძარმა 8300 ჰექტარი მოიცვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Xinhua ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინ ტოხას განცხადებით, დაღუპულთაგან ოთხი ადგილობრივი იყო, ერთიც მეხანძრე.
მინისტრის თქმით, ჩილეში 151 ხანძარი მძვინვარებს, 65 უკვე კონტროლქვეშაა, ხოლო 39 – ჩააქრეს. ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონებია ბიობიო და ნუბლე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.