ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს

ამჟამად, არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს კიევში უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა. საკმაოდ კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, თუ როგორ დაუახლოვდება უკრაინა ევროკავშირს. რაზე შევთანხმდით დღეს? არსებობს შეთანხმება, რომ წელს შესაძლებელია დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის სახელმწიფო მეთაურის თქმით, პარტნიორები ასევე თანხმდებიან, რომ წელს, ისევე როგორც ადრე, აუცილებელია გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტის შესახებ, უფრო კონკრეტულად მომდევნო კვირაში ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები