აშშ უკრაინას 2.17 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინას 2.17 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

აღნიშნული დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 250 ჯაველინს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნელებს, 190 მძიმე ტყვიამფრქვევს საბრძოლო მასალით, ორ საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა HAWK-ს, 4 საჰაერო სადაზვერვო რადარს, 20 კონტრბატარეის რადარს, საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას.

„დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის“, – განაცხადა რაიდერმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას 29.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები