„კრემლი ვერ შეგვაშინებს, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება“ – შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრემლის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო მესიჯს: პირველი – თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის – ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლი არ და ვერ შეგვაშინებს, იმიტომ, რომ ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია.

მეორე მესიჯი არის უკრაინის მომავალი ევროკავშირში. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია“, – აღნიშნა მიშელმა.

ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე წელს იმსახურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები