მოდის დიზაინერი, პაკო რაბანი გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მოდის დიზაინერი, პაკო რაბანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Le Monde წერს, რომ დიზაინერი საკუთარ სახლში, ბრეტანში გარდაიცვალა, თუმცა, სიკვდილის მიზეზი უცნობია.

დიზაინერი მოდის სახლის – Paco Rabanne-ის დამფუძნებელია.

იგი მიიჩნევა რევოლუციონერად 60-იანი წლების მოდის სამყაროში.

მისი ავტორობით, სამოდელო სფეროს შესახებ 5 წიგნი გამოიცა.

განათლებით რაბანი არქიტექტორი იყო. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, მას მოდა იზიდავდა და სახლში Balenciaga-სთვის ხელმისაწვდომი მასალებისგან სამკაულების შექმნა დაიწყო, იმ დროს “ბალენსიაგაში” დედამისი მუშაობდა.

შემდეგ რაბანი გადავიდა კაბების შექმნაზე, იყენებდა არა მხოლოდ ქსოვილს, არამედ – ქაღალდს, ლითონებს და პლასტმასს. პაკო რაბანი პირველი დიზაინერი გახდა, ვინც პოდიუმზე, ჩვენების დროს მუსიკალური აკომპანიმენტი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები