ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვევა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია და მუშავდება.
ამის შესახებ რუსულ მედიას ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ ქაბულოვმა განუცხადა.
„თარიღი მუშავდება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია, ვერაფერს ვადასტურებ, მაგრამ, პრინციპში, მოსალოდნელია“, – განაცხადა მან.