“ბირთვული ომის საფრთხე არ არსებობს” – მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას 150-200 კმ დიაპაზონის რაკეტები სჭირდება, რათა შეძლოს რუსული ჯარების მომარაგების მარშრუტების გადაკეტვა.
ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა 20 Minutes-ს განუცხადა.
“მათთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, მაგრამ დავადასტურებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი გვექნება. გვჭირდება ჯავშანტრანსპორტიორების, სულ მცირე, ორი ბრიგადა, 350-დან 450 ტანკამდე, რომელთა დახმარებით შევძლებდით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწრაფად შეღწევასა და მათი გათავისუფლებას”, – თქვა პოდოლიაკმა.
ამავე ინტერვიუში პოდოლიაკმა თქვა, რომ კიევი ბირთვული ომის რისკს ვერ ხედავს.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის მკვლელობისთვის საკუთარი ტერიტორიის მიღმა, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობას სიკვდილი არ სურს.