“პუტინს უკრაინის ტერიტორიების ძალით დაკავება დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი” – ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიების დაკავება დიდი ხნით წინ ჰქონდა ჩაფიქრებული.
მის თქმით, აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების “საფრთხე” კრემლისთვის მხოლოდ საბაბი იყო.
ამის შესახებ მან ქალაქ მარბურგის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, წერს DW.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, კრემლმა კიევისა და ბრიუსელის პარტნიორობა გამოიყენა, როგორც „სამხედრო გზით რუსეთის ტერიტორიის გაფართოების გეგმის საბაბი“.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, ამიტომ, უკრაინის შესვლა ალიანსში რუსეთს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.
„არ არის საჭირო თვალთმაქცობა, რომ სიტყვები – „ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება“, ერთგვარი არგუმენტია“, – განაცხადა კანცლერმა.
ამავდროულად, შოლცმა გერმანელები დაარწმუნა, რომ გერმანია არ დაუშვებდა ესკალაციას, რომელიც გამოიწვევს მთელ კონტინენტზე ომის გავრცელებას.
“ნატო-სა და რუსეთს შორის ომი იქნება საშინელი მოვლენა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი ესკალაცია არ მოხდეს”, – თქვა შოლცმა.