თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 57%-ს გადააჭარბა
თურქეთში ინფლაციამ იანვარში წლიური მაჩვენებლით 57,68%-ს მიაღწია.
ასეთ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TurkStat) ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 64,27%-ს შეადგენდა.
ამასთან, ინფლაციის დამოუკიდებელი ანალიზის ჯგუფის მონაცემებით, ის 121,62%-მდეა გაზრდილი.