თურქეთის საგარეო უწყებაში 9 ქვეყნის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 ქვეყნის ელჩი დაიბარეს, მათ შორის, ქვეყნების, რომლებმაც, ტერორისტული საფრთხის გამო, თურქეთში თავიანთი საკონსულოების მუშაობა შეაჩერეს.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ შვედეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და გერმანიის გენერალურმა საკონსულოებმა სტამბოლში, ქალაქის ცენტრში ტერაქტის საფრთხის გამო ვიზიტორების მიღება შეწყვიტეს.

საგარეო უწყებაში ელჩებს უთხრეს, რომ ასეთი ქმედება არაგონივრულია.

სტამბოლის ცენტრში ტერორისტული საფრთხის შესახებ 30 იანვარს აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ საკონსულოების მუშაობის შეჩერება “ფსიქოლოგიური ომია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები