ზელენსკი: სანქციების ტემპი რატომღაც შენელდა, ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სადამსჯელო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი განიხილა.
„ახლა სანქციების ტემპი რატომღაც შენელდა და ტერორისტული სახელმწიფო, პირიქით, ადაპტირდება სანქციებთან და ჩვენ უნდა დავეწიოთ. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ.
ეს არის საერთო ევროპული ამოცანა, შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები სანქციების თავიდან აცილების კუთხით. და რაც უფრო მალე განხორციელდება ეს ამოცანა, მით უფრო ახლოს ვიქნებით რუსეთის დამარცხებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.