მიკროჩიპების დეფიციტის გამო, რუსეთში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა შეჩერდა

მიკროჩიპების დეფიციტის გამო, რუსეთში ბიომეტრიული პასპორტების გაცემას, სულ მცირე, მარტის ბოლომდე აჩერებენ.

ვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება, მას შეუძლია ძველი სტილის პასპორტის დამზადება.

“გოსზნაკში” განმარტავენ, რომ მიკროჩიპების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია Mikron-ია, რომელიც ვერ უმკლავდება წარმოების მოცულობას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა, სანქციების გამო, იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებას არის მოკლებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე პრობლემები შეექმნათ საბანკო ბარათების მწარმოებლებს.

“კომერსანტი” წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება გასული წლის გაზაფხულიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინელ მწარმოებლებთან, მაგრამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის, რადგან უცხოელ ექსპორტიორებს სერტიფიცირების პროცესის გავლა და მიწოდების მოწყობა სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები