მედვედევი აცხადებს, რომ წელს რუსეთი მეტ იარაღს და ტექნიკას მიიღებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, წელს რუსული ჯარისთვის საგრძნობლად გაიზრდება ყველა სახის იარაღისა და სამხედრო სპეციალური აღჭურვილობის პმიწოდება, რაც მათ მისცემს უკრაინელი ნეო-ნაცისტების გამანადგურებელი დამარცხების შესაძლებლობას.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

“2023 წელს საგრძნობლად გაიზრდება ყველა სახის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მარაგი. ეს უკრაინელი ნეო-ნაცისტების ხელისუფლების გამანადგურებელი დამარცხების საშუალებას მოგვცემს, რომლებსაც იარაღით სხვადასხვა დასავლელი ნაბიჭვარი კვებავს”,- წერს მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად და სრულად იღებენ სხვადასხვა ტიპის რაკეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები