პრემიერმა შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დიანა იანსეს საქართველო-შვედეთის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები