85 წლის ასაკში დიდი მეცნიერი და პედაგოგი – რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა
85 წლის ასაკში დიდი მეცნიერი და პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, პროფესორ-ემერეტუსი – რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა.
იგი იყო: საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
250-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 28 წიგნის ავტორი.
კვლევის სფეროები: ანტიკური ცივილიზაცია, ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ეგეისტიკა, ეტრუსკოლოგია, ბერძნული და ლათინური ენათმეცნიერება, ქართველოლოგია.
ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასია” მთავარი რედაქტორი. საერთაშორისო ჟურ¬ნალის „Fasis“ მთავარი რედაქტორი.
100-მდე წიგნისა და მონოგრაფიის რედაქტორი ელინოლოგიის სფეროში.