სერბეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ექვსი პოლიციელი დაშავდა
სერბეთში, ნოვი სადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მმართველი პროგრესული პარტიის (SPP) ოფისებთან მომხდარი არეულობის შედეგად, სულ მცირე ექვსი პოლიციელი და სერბეთის მრავალი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
„განხორციელდა თავდასხმა სახელმწიფოზე. განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეებზე, პოლიციაზე. ბევრი მოქალაქე დაშავდა, დადასტურებულია ექვსი პოლიციელის დაშავება. მომიტინგეები უმიზეზოდ თავს დაესხნენ მოქალაქეებს და პოლიციას“, – უთხრა დაჩიჩმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე და დასძინა, რომ არეულობა მმართველი SPS-ის ოფისების წინ და ნოვი სადის, ბელგრადის, ლაზარევაცის, პანჩევოსა და კრალევოს ქუჩებში მოხდა.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველა კანონდამრღვევი 48 საათის განმავლობაში დააკავეს და პასუხისგებაში მიეცათ.
ცნობისთვის, სერბეთში სტუდენტებისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1-ელ ნოემბერს ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.