ტრამპი აცხადებს, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი ძალიან მძიმე შედეგების წინაშე დადგება, თუ მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარასკევს ორი ლიდერის შეხვედრის დროს უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება.

„შედეგები მოჰყვება“, – თქვა ტრამპმა ვაშინგტონში, კენედის ცენტრში გამართული ღონისძიების დროს.

კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს ახალ სანქციებს ან ტარიფებს, ტრამპმა პასუხისგან თავი შეიკავა.

„არ მჭირდება ამის თქმა. ძალიან მძიმე შედეგები იქნება“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები