პრემიერი 28 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ახლადარჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი მიწვევით მიემგზავრება.
მათივე ცნობით, ინაუგურაციის ცერემონია ქალაქ ანკარაში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები დაესწრებიან.
ინაუგურაციის ცერემონიის გარდა, დაგეგმილია ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები