დამცავი სიმბოლოები
დღეგრძელობის კვანძი
კვანძი-საწყისისა და დასასრულის გარეშე, რომელიც ტიბეტური ბუდიზმიდან მომდინარეობს- უსასრულობის და ყოველივე აღმატებულის სიმბოლოე.
ის იცავს იმას რაც ადამიანისათვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ასევე იცავს ავი თვალისაგან. ის წარმოადგენს ენერგეტიკული წონასწორობის დიაგრამას.
ის ეხმარება ადამიანს დაფარულის ამოცნობაში.
მოაქვს ჯანმრთელობა, აახალგაზრდავებს ორგანზმს და მატებს სიბრძნეს.
ტუარეგების ჯვარი
ჯვარი იცავს მის მეპატრონეს ყოველივე გაურკვევლისგან, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მას. ის, როგორც ფარი იცავს ადამიანს ნეგატიური ენერგეტიკისაგან ( წყევლა, ჯადო, თვალი)
იცავს ადამიანს შიშებისგან. ჯვრის მტარებელი დაცული იქნება უეცარი მოვლენებისგან. ასევე კარგია მისი ტარება მოგზაურობისას.
ღვთაებრივი სიბრძნის თვალი
სამკუთხედში ჩასმული თვალი ბოროტებაზე გამარჯვების და სიკეთისკენ მისწრაფების სიმბოლოა. მის მეპატრონეს მატებს ძალასა და თავდაჯერებულობას, ეხმარება სიზარმაცის დაძლევაში. თვალი გამოხატავს ღვთაებრივ ხედვას სულში და პირიქით. თვალის ცენტრი სიმბოლურად მის მტარებლის სულს განასახიერებს, რომელიც დაცულია ყოველგვარი ბოროტებისა და შეცდომებისაგან.
თორის ურო (მიოლნირი)
ძველი სკანდინავიური სიმბოლო ღვთაება თორის საბრძოლო იარაღი.
სიმბოლო ( რომლის ბევრი ვარიაცია შეგხვდებათ) იცავს მის მეპატრონეს ყველანაირი ნეგატიური ენერგეტიკისაგან, ანგრევს ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს. მმატებს მეპატრონეს ძალასა და გამბედაობას.
წყარი: geoastro.ge