დავით შავლიაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
ელჩი ახალი მინისტრის ხედვებით და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა. დავით შავლიაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძირითადი მიმართულებები არ შეცვლილა და უწყება ყველაფერს აკეთებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.
ასევე საუბარი შეეხო დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს, თვითმმართველობის რეფორმასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. USAID ქართულ მხარეს საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით საჭირო დახმარებასაც გაუწევს. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიიწვია, რომლის თემაც ქვეყანაში ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორის განვითარება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები