გონიოში პოლონელმა არქეოლოგებმა უძველესი აბანოთა კომპლექსი აღმოაჩინეს
პოლონელმა არქეოლოგებმა გონიოში უძველესი აბანოთა კომპლექსი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ პოლონურმა პრესამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პირველადი გათხრების დროს აფსაროსის რომაულ ციხეში აღმოჩენილ იქნა უძველესი აბანოთა კომპლექსი. არქიტექტორებისთვის აღსანიშნავი იყო ტექნიკა და სამუშაო მასალების ხარისხი, რისი მიხედვითაც აბანოები იყო აშენებული. არც მასალა, არც ტექნიკა და დეკორაცია, რომელიც შეიცავს მოზაიკის იატაკს, არ არის დამახასიათებელი ჯარისკაცთა აბანოსთვის. ასევე საინტერესო გახლავთ კომპლექსის დათარიღება. აბანოთა კომპლექსი თარიღდება ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის მეორე ნახევრით, რაც სულ ცოტა ერთი საუკუნით თუ არა მეტით უსწრებს სხვა რომაულ სტრუქტურებს, რომლებიც საქართველოში იქნა აღმოჩენილი.