დაცული ტერიტორიების სააგენტოში „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ განახლება-შემუშავებასთან დაკავშირებული მეორე შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მართვის შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა. მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას წარმოადგენენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინტერესებული მხარეები მენეჯმენტის გეგმის შემუშავების საწყის ეტაპზევე წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს და რეკომენდაციებს დაცული ტერიტორიის განვითარების კუთხით. მათი შეხედულებები და პოზიციები ასახული და გათვალისწინებულია დოკუმენტში.
შეხვედრაზე მენეჯმენტის გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, ასევე, საუბარი შეეხო გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მენეჯმენტის გეგმაში და რომლისშესრულებაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის მდგრად მართვას, მათ შორისაა: დაცულიტერიტორიების დაცვა-პატრულირება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ბუნებრივი რესურსებისმდგრადი მართვა, ეკოტურიზმის განვითარება, ხანძრების, მავნებელ დაავადებათა მართვა, გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის თანამშრომელთაცოდნისა და უნარების გაძლიერება.
დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიებისსისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისმინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული – დაცული ტერიტორიების მენეჯმენტისგეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადებისეტაპებისა და პროცედურების შესახებ – დებულების შესაბამისად მიმდინარეობს.
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება ხორციელდება გაეროს განვითარებისპროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმისფონდის GRF პროგრამის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიებისსააგენტოს, თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.