ნინო წერეთელი: დღეიდან აბიტურიენტებს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლიათ ნახონ აპელაციის შედეგები და ასევე გათანაბრებული და სკანირებული ქულები

,,დღეიდან აბიტურიენტებს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლიათ ნახონ აპელაციის შედეგები და ასევე გათანაბრებული და სკანირებული ქულები”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა განაცხადა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებმაც ქულა ზღვართან ახლოს მიიღეს და ვერ გადალახეს ბარიერი, რადგან აპელაციის და გათანაბრების შედეგად, შესაძლებელია მათი ქულები ისე შეიცვალოს, რომ განაგრძონ მონაწილეობის მიღება კონკურსში. საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შესაძლებლობა იქნება 21 აგვისტოს 18:00 საათამდე. ჩვენი რჩევაა, რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიონ, ასევე შენახვის ღილაკს დააჭირონ და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება“, – აღნიშნა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები