ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.

“თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები