კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველი 2014-ის შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. შტაბის გახსნას, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე, კახეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძვანელები და ღვინის კომპანიის წარმომადგებლები დაესწრნენ.
რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სახელმწიფო ღვინის ქარხანა “გრუზინპრომი” დაათვალიერა და საწარმოს ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. ქარხანა გლეხებისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს, რომლის გადამუშავებაზეც კერძო კომპანიები უარს იტყვიან. კახეთში წელს 100 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან. 1 კგ საფერავზე სახელმწიფო სუბსიდია 15 თეთრი, ხოლო რქაწითელზე 35 თეთრი იქნება. რთველთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზიც, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები