პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 “გეკოს” ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი.. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები