ბაიდენი აცხადებს, რომ ზელენსკისთან უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე ისაუბრებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ქვეყნისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გადასცემს.
ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე ბაიდენმა მოკლედ უპასუხა: „არა“.
#BREAKING US President Biden says will discuss Ukraine's advanced weaponry requests with Zelensky pic.twitter.com/pKiFqhZc3K
— AFP News Agency (@AFP) January 31, 2023