ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინას F-16-ს არ გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გადასცემს.
ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე ბაიდენმა მოკლედ უპასუხა: „არა“.
უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის მზაობა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გამოთქვა, იმ შემთხვევაში – თუ “მწვანე შუქს” აშშ აუნთებს.
ჯო ბაიდენის სიტყვის კომენტირებისას, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ “უკრაინაში უკვე იგზავნება და უახლოეს კვირებში კიდევ გაიგზავნება”.
”ეს არის იარაღის ის ტიპები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ უკრაინელებისთვის ბრძოლისას ახლა, ზამთარში, ასევე გაზაფხულზე,” – თქვა მან CNN-თან კომენტარში.
კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება დაგვიანებული არ იყო.