პირველი სექტემბრიდან არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება
18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი პრეპარატის გაცემა იკრძალება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა პირველი სექტემბრიდან აიკრძალება. მისივე თქმით, როდესაც ფარმაცევტი ეჭვს შეიტანს, რომ შესაძლოა პირი არასრულწლოვანი იყოს, მას აქვს უფლება პირადობის მოწმობა მოითხოვოს.
“ძალიან ხშირად ახალგაზრდები არამიზნობრივად იყენებენ პრეპარატებს. ზოგჯერ ხდება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლის დოზირებით მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. ზედოზირება კი იწვევს ნარკოტიკულ თრობას”, – განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის თქმით, რეგულაცის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქცია 500 ლარის ოდენობით, კანონდამრღვევს დაეკისრება.