დღიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

დღიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთსა და აღმოსავლეთში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. როგორც გარემოს ეროვნული საააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზავამ აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც – 35. მისივე თქმით, დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
„საქართველოში სინოპტიკური პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ამ დღეებში, ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთიდან კვლავ გრძელდება ცხელი ჰაერის მასების გაძლიერება, რაზეც უერთიერთქმედებს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერი“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები