სასულიერო პირები განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვას ყოველდღიურად ჩაატარებენ
“კაზანტიპის” ფესტივალის მსვლელობისას, სასულიერო პირები აპირებენ, განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ჩაატარონ. ამის შესახებ მათ განცხადება ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
სასულიერო პირებმა გუშინ მსვლელობა გამართეს ანაკლიის ცენტრალურ ნაწილში და ქუჩები აკურთხეს. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებენ არ მიიღონ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან “იქ სოდომ-გომორის ქადაგება ხდება”.
“კაზანტიპი” ანაკლიაში დღეს იხსნება და 10 დღეს გაგრძელდება.