მიხეილ ყაველაშვილი: შიდაპარტიულ არჩევნებამდე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით
შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წვერი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გერმანული გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით გლობალური ომის პარტიამ დაგეგმა და განახორციელა.
„შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს!
მართალია, ეს ზუსტად ასე იყო და დიდი ხანია ჩვენც ზუსტად ამას ვამბობთ.
მისი ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით დაგეგმა და განახორციელა გლობალური ომის პარტიამ, ადგილობრივი ომის პარტია კი მხოლოდ დავალების შემსრულებელი აგენტურითაა დაკომპლექტებული“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.