მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

არ არის გამორიცხული, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი საქართველოში მის დაჭერასა და გასამართლებას მოითხოვდა.

„პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ, ისინი, განსაკუთრებით კი პუტინი, მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას. არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და არ ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არ არის გამორიცხული, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემასთან მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ ცოცხალი გადარჩება, თავის მომავალს უკრაინაში ხედავს“.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საქართველოში გადამხდა, მომავალს, თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ“, – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები