ფოთში დევნილების აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა
საცხოვრებელი ბინების გადაცემის მოთხოვნით ფოთში დევნილები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. დევნილმა დალი აბურჯანიამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ის შეაჩერეს. აქციის ორი მონაწილესთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
საპროტესტო აქციაზე დევნილებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა. როგორც მან განმარტა, სამინისტროს სპეციალური კომისია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.