მთავარი პროკურატურა დავით ბაქრაძის ბრიტანეთის საბანკო ანგარიშების შესწავლას აპირებს
მთავარი პროკურატურა იმ დოკუმენტის შესწავლას გეგმავს, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხდებენ, ამ ეტაპზე მიმიდინარეობს დოკუმენტის შესწავლა, რის შემდეგაც უწყებაში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
„კვირამ“ საპარლამენტო უმცირესობის წევრთან დავით ბაქრაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, სადაც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ.