ზურაბ ჩხაიძე: სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით

პაციენტ მიხეილ სააკაშვილს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. მას აღენიშნებოდა დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ამიტომაც მას ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი აჩვენა, რაც ასევე დაადასტურა PCR-ტესტმაც, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამის შემდეგ მას კონსულტაცია ჰქონდა ექიმ-ინფექციონისტთან. იმავე დღეს შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები და რესპირატორული მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში, ამიტომ ჩაითვალა შესაძლებლად, რომ პაციენტის მკურნალობა გაგრძელებულიყო პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება ის აუცილებელი მკურნალობა, რომელიც ნაჩვენებია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თავიდან მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო რეანიმაციაში. მე მაშინაც დავსვი კითხვა და ახლაც ვსვამ: ადვოკატი აფასებს პაციენტის მდგომარეობას უფრო ობიექტურად თუ 9 ექიმისგან შემდგარი კონსილიუმი?!“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები