კანადა უკრაინაში Leopard-2-ის ტიპის ოთხ ტანკს გაგზავნის

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, კანადის მთავრობა უახლოეს კვირებში უკრაინაში Leopard-2-ის ტიპის ოთხ ტანკს გაგზავნის.

მისი თქმით, მომავალში უკრაინისთვის მიწოდებული ტანკების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ეს პარტნიორებთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინული ტანკერების წვრთნაში მონაწილეობას კანადაც მიიღებს.

მანამდე უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება გერმანიამ და აშშ-მა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები