“ის უკვე ჯამბაზიც კი არ არის, საცირკო ძაღლია, პუდელი მწვრთნელის ფეხებთან” – მედვედევი ზელენსკიზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ არ ესმის ვინ იღებს დღეს გადაწყვეტილებებს კრემლში.

როგორც მედვედევმა ტელეგრამში დაწერა,”არც ისე ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ ასეთი თვისება – სხვებს მოახვიონ საკუთარი ფობიები და პრობლემები”.

“ერთგვარი ფსიქოლოგიური პროექციაა, როდესაც საკუთარი შიში აღიქმება, როგორც გარედან შექმნილი, სხვისთვის დამახასიათებელი. აი, ვთქვათ, ცხადია, რომ მწვანე მაისურში გამოწყობილი სასაცილო ფიგურა, 1000%-ით არის დამოკიდებული ნატოს იარაღზე და დასავლურ ფულზე. მათ გარეშე არც უკრაინა და არც ის და მისი “კამარილია” ერთ დღესაც ვერ იარსებებენ.

ეს არსება უკვე ჯამბაზიც კი არ არის, უბრალოდ საცირკო ძაღლია, პუდელი, მწვრთნელის ფეხებთან, რომელიც მის ტაშის დაკვრაზე ყეფს. ეს ყველას ესმის. თუმცა, ეს არსება საქმიანი, ხრიწიანი ტონით წარმოთქვამს: “მე არავისთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, და საერთოდაც გაუგებარია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს”. და აქ, თითქოს ამბობს: “მხოლოდ მე ვარ ძლიერი მეთაური, ბრძოლებში გამოცდილი სარდალი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის (პალატის) 404 მეთაური, თითქმის ჰეტმანი, მსოფლიო მასშტაბის ფიგურა”,- წერს მედვედევი.

მისი თქმით, „ეს არის რეალური ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც შესაძლოა, მალე ფსიქიატრიული გახდეს“.

მედვედევის თქმით, ამ ბოდვას “მტკიცედ უჭერენ მხარს დასავლელი ესკულაპები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ პაციენტს საცხოვრებელ ადგილას”.

„და 404-ე პალატის პაციენტს უკეთებენ ფულად, იარაღისა და სიტყვიერ ინიექციებს, რაც ასტიმულირებს მის ბოდვით მდგომარეობას“, – ამტკიცებს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები