ირაკლი ჩიქოვანი: ხაბეიშვილს ვუყურებ, როგორც კარიკატურულ პიროვნებას და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ

ხაბეიშვილს ვუყურებ, როგორც კარიკატურულ პიროვნებას და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარიკატურას დაემსგავსა და ე.წ. ლიდერებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ დაეუფლონ იმ ოლიგარქიულ ფინანსებსა და რესურსებს, რომელიც მათ პარტიაშია და უკვე კარიკატურულად ებრძვიან ერთმანეთს.

„იმ პროცესებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კარიკატურული პროცესების გარდა ვერაფერს დავარქმევთ. ეს პარტიაც კარიკატურას დაემსგავსა და ე.წ. ლიდერებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ დაეუფლონ იმ ოლიგარქიულ ფინანსებსა და რესურსებს, რომელიც მათ პარტიაშია და უკვე კარიკატურულად ებრძვიან ერთმანეთს. ხაბეიშვილის განცხადებები არის სრულიად უპასუხისმგებლო, უშინაარსო. მეორე მხრივ, ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერი და მათ შორის სახელმწიფო გადააყოლონ საკუთარ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. იმ დონეზე პატარაა ეს ყველაფერი და იმ დონეზე უმნიშვნელოა, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ხაბეიშვილს ვუყურებ, როგორც კარიკატურულ პიროვნებას და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები