ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ჩვენსა და ევროკავშირს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური. მე არ ვაპირებ, მათ შორის ფიზიკურად დავიხიო უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს? – ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ თუ საჭირო იქნება, ამასაც გააკეთებს.

„თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები