ლევან კოღუაშვილის ფილმი – „მეოთხე ბრაიტონი” შვედეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა

ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი” შვედეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა. ფილმს 10 ქალაქში აჩვენებენ.ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. „მეოთხე ბრაიტონიც” შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. შვედურ პრესაში უკვე გამოჩნდა ფილმზე დადებითი შეფასებები.
„მეოთხე ბრაიტონი”  ამაღელვებელი ისტორიაა ქართველ  მოჭიდავეზე – კახიზე, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები