იუნესკომ უკრაინის ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

Local citizens are seen spending time near the National Academic Theatre of Opera and Ballet reopened on June , 17th, 2022, in Odessa, Ukraine, 2022-06-22. (Photo by Matteo Placucci/NurPhoto via Getty Images)

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) უკრაინის ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

იუნესკოს დამფუძნებელი კონვენციის თანახმად, წევრები, მათ შორის რუსეთი და უკრაინა, ვალდებულნი არიან „არ მიიღონ მიზანმიმართული ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აზიანებენ მათ ან კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მემკვიდრეობას“.

იუნესკოს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულე იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ოდესას ომისგან დაცვას.

„ოდესა, თავისუფალი ქალაქი, მსოფლიო ქალაქი, ლეგენდარული პორტი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა კინოს, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ამგვარად მოქცეულია საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებული დაცვის ქვეშ.

სანამ ომი გრძელდება, ეს წარწერა განასახიერებს ჩვენს კოლექტიურ გადაწყვეტილებას, უზრუნველვყოთ, რომ ეს ქალაქი დაცული იქნება შემდგომი განადგურებისგან“, – განაცხადა აზულემ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას „ტექნიკურ და ფინანსურ საერთაშორისო დახმარებაზე“ ქალაქის ცენტრის დასაცავად და რეაბილიტაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები