ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის დაიბარეს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ახსნა-გამარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, დიპლომატთან “ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება”.

კასიანოვს უწყებაში დღეს ელოდებიან.

ანდრი კასიანოვმა 24 თებერვალს Європейська правда-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საელჩო საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ “საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებათ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები