“თუ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში რუსების შემოდინების გამო, საფრთხე შეექმნებათ, მათი ევაკუაცია მოხდება” – ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საელჩო საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებათ.

ამის შესახებ Європейська правда-სთან ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა.

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების გაწევის შესაძლებლობა განიხილონ. მაგრამ მე ხაზს ვუსვამ: მხოლოდ სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. გულხელდაკრეფილი არ ვიჯდებით. ჩვენ ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, მათი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”, – თქვა დიპლომატმა.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსების “შემოდინების გამო, საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას”.

„ჩვენ განვიხილავთ სპეციალური საევაკუაციო მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას, ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები