WSJ: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს

A member of the US Army's 1st Armoured Battalion of the 9th Regiment, 1st Division from Fort Hood in Texas walks near Abrams battle tanks after arriving at the Pabrade railway station some 50 km (31 miles) north of the capital Vilnius, Lithuania, Monday, Oct. 21, 2019. The U.S. military says it's preparing a massive exercise early next year in Europe involving 20,000 soldiers from the U.S., the largest deployment across the Atlantic for training in more than 25 years. (AP Photo/Mindaugas Kulbis)

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის Leopard 2-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს.

ამ ეტაპზე უცნობია, Abrams M1-ის ტიპის რამდენ ტანკს გადასცემს ამერიკა უკრაინას.

ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები